logo
ENG



ზელენსკი ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

11 ივლ 202317:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/kp928gsd1cya7to.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, NATO-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი ადასტურებს.

მანამდე, ზელენსკიმ Twitter-ზე უკმაყოფილება გამოთქვა სიგნალების გამო, რომელთა მიხედვით, მისი თქმით, NATO-ს სამიტზე უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება. 

მისი თქმით, უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული უკრაინის NATO-ში მიწვევისა და წევრობისთვის. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტზე ღიად ისაუბრებს იმის თაობაზე, რომ გაურკვევლობა სისუსტეა, რომელიც რუსეთს ეხმარება.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება.


close დახურვა