logo
ENG



ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე ჩავა

07 ივლ 202318:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/07/hurrmunx166tk9j.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტს დაესწრება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პრეზიდენტი ზელენსკი შემოგვიერთდება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე. ეს იქნება კრიზისული კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღების პლატფორმა, სადაც ყველანი შევიკრიბებით, როგორც თანასწორები, რათა უსაფრთხოების პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მანამდე ალიანსმა დააანონსა, რომ უკრაინა-NATO-ს საბჭოს სხდომა პირველი სხდომა 12 ივლისს, ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი თქმით, ესმის, რომ ომის დროს ქვეყანა NATO-ს წევრი ვერ გახდება, მაგრამ ვერ ხედავს სამიტში მონაწილეობის აზრს, თუ უკრაინა კონკრეტულ სიგნალებს არ მიიღებს იმასთან დაკავშირებით, როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი.


close დახურვა