logo
ENG



ზელენსკი ვოლინში ჩავიდა

19 აპრ 202316:49
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

ამასთან, ზელენსკი მესაზღვრეებს შეხვდა და მათ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვოლინი. უკრაინის საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის. ბახმუტში, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ვიცი, როგორ მტკიცედ იდექით იქ.

ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს. შევინარჩუნოთ ძალა, სამართლიანობა და რისხვა, რაც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ყველას მხოლოდ გამარჯვებას გისურვებთ!", - წერს ზელენსკი.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში იმყოფებოდა და უკრაინელი დამცველების პოზიციები მოინახულა.


close დახურვა