logo
ENG



ზელენსკი ზურაბიშვილს: მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის

06 სექ 202217:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/8q6wbeqxh908e3z.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილით მიმართა და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ზელენსკის წერილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "დიდება უკრაინას" საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა წაიკითხა.

"მსურს, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება თქვენი ქვეყნისა და პერსონალურად თქვენს მიმართ, ამა წლის აგვისტოში "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. ამ სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა, სიმტკიცე რუსეთის აგრესიისგან უკრაინასა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ თქვეს, ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. სამიტმა დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც 2014 წელს ყირიმის მიტაცებით დაიწყო და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის ტერიტორია, მათ შორის ყირიმიც.

მადლიერი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ფასდაუდებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს", - აღნიშნულია ზელენსკის წერილში.


close დახურვა