logo
ENG



ზელენსკი ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს

26 ნოე 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/26/4ly1jf89q25j4hj.jpg

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს და მას მადლობას უხდის ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თანადგომისთვის. ზელენსკი წერს, რომ ქართველებმა და უკრაინელებმა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ უამრავ ტანჯვას გაუძლეს.

"ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს უკრაინის მიმართ თქვენს სოლიდარობას ვაფასებ. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეულ ბევრ ტანჯვას გაუძლეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ", - წერს ზელენსკი.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, 90 წლის შემდეგაც პრიორიტეტად რჩება ის, რომ ისტორია არ განმეორდეს.


close დახურვა