უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების მე-2 წლისთავს ეხება.
ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ქართველ ხალხს აფასებს.
"გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს", - წერს ზელენსკი.