უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"მეგობრული ქართველი ხალხი, უკრაინელების მსგავსად, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ღირს. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება 24 აგვისტოს ზურაბიშვილის მიერ უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას მოჰყვა.
ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში უკრაინელ ხალხს მიზნისკენ წინსვლა უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიზანი საერთოა, რაც ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლებას, მშვიდობის აღდგენასა და სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მოპოვებას გულისხმობს.