logo
ENG



ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კითხვარზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს

10 მაი 202201:53
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კითხვარზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხი ივნისში იქნება. ამაზე ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, კითხვარის სრულად შევსება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი - ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ფორმალური . უკრაინამ გამოაქვეყნა პასუხების მეორე ნაწილი სპეციალურ კითხვარზე, რომელიც უნდა შეავსოს ყველა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. როგორც წესი, ამაზე იხარჯება თვეები და თვეები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რამდენიმე კვირაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება 9 მაისს დაასრულა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 18 აპრილს გადასცა


close დახურვა