logo
ENG



ზელენსკი კონგრესს: ახლა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება

16 მარ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/7m6g3xewky8pej1.png

პატივი მაქვს მოგესალმოთ უკრაინელი ხალხის სახელით, მამაცი და თავისუფლებამოყვარული ხალხის, რომელიც რვა წელია წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას. [...]

ამჟამად ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ჩვენი ხალხის ბედი, სადაც უკრაინელები თავისუფლები იქნებიან, სადაც შეძლებენ შეინარჩუნონ დემოკრატია. რუსეთი არა მხოლოდ ჩვენ დაგვესხა თავს, არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს. ის ბრუტალურად დაესხა თავს ჩვენს ღირებულებებს, საბაზისო ადამიანურ ფასეულობებს. 


close დახურვა