უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ფრონტის ხაზზე ჩავიდა.
"დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ჩვენს ბრიგადებს, რომლებიც საბრძოლო მისიებს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, კუპიანსკი-ლიმანის მიმართულებით ასრულებენ.
თითოეული ჩვენი საბრძოლო ბრიგადა, ყოველი მეომარი, რომელიც ანადგურებს ოკუპანტებს, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით ადასტურებს, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ბრიგადისა და ბატალიონის მეთაურებთან ერთად ბრძოლის ველზე არსებული ოპერატიული ვითარება განიხილა.