logo
ENG



ზელენსკი ლუკაშენკოს ახალი არჩევნების ჩატარებას ურჩევს

23 აგვ 202011:34
3 წუთის საკითხავი
 
skcc381sfpx7jxp.jpeg

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის რომ ბელარუსის ლიდერი იყოს, ერთ თვეში ახალ არჩევნებს ჩაატარებდა და უცხოეთიდან დამკვირვებლებს მოიწვევდა.

როგორც უკრაინის ლიდერმა ევრონიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში ყველა დამშვიდდებოდა და კითხვებიც აღარ იარსებებდა. 

"მოდით, წარმოვიდგინოთ რომ მე დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, დარწმუნებული ვარ ხალხში, დარწმუნებული ადამიანი ვარ, როგორ დავამშვიდებდი ყველას? მე ვიტყოდი - ერთ თვეში იქნება ახალი არჩევნები, მე მივიღებ მონაწილეობას და სხვებმაც მიიღონ, ვისაც უნდა. მოვიწვევდი საერთაშორისო დამკვირვებლებს, ბელარუს ხალხს კი ვეტყოდი, გთხოვთ აირჩიეთ, ვინც გინდათ. დარწმუნებული ვარ, ასეთი შედეგის შემდეგ კითხვები აღარ იქნებოდა. თუ ლუკაშენკო გაიმარჯვებდა, ის იქნებოდა გამარჯვებული, თუ სხვა გაიმარჯვებდა, სხვა იქნებოდა. ყველა იქნებოდა მშვიდად, სისხლისღვრის გარეშე, ეს იქნებოდა სამართლიანი და ისტორიული", - თქვა ზელენსკიმ. 

ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე მე-15 დღეა მიმდინარეობს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დემონსტრანტებზე განხორციელებული რეპრესიების შედეგად 3 ადამიანია დაღუპული, ათასობით მოქალაქე კი დაპატიმრებული.

დემონსტრანტები ამ დრომდე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.


close დახურვა