უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის სანაცვლოდ, მზადაა მოსკოვს რუსი ტყვეები გადასცეს.
ზელენსკის თქმით, ალყაში მოქცეულ ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ არიან დარჩენილნი დაჭრილები, მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ხოლო აზოვსტალის რაიონს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ათასობით მოქალაქე აფარებს თავს.
მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ უსაფრთხო დერეფანი მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ადგილობრივი დროით, შუადღის 14:00 საათზე გაიხსნება. ჯამში 6000 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია იყო დაგეგმილი.