logo
ENG



ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერს: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი EU-ში არაა, მკაფიოდ თქვით

28 მაი 202222:41
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერს: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი EU-ში არაა, მკაფიოდ თქვით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რიუტემ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

როგორც ზელენსკიმ Nieuwsuur-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის.

"მას [ნიდერლანდების პრემიერს] ღიად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროკავშირში არ არის, მაშინ მკაფიოდ უნდა თქვათ. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის მადლიერები ვართ. მაგრამ, თქვენ ევროკავშირთან დაკავშირებით ჩუმად იყავით. ჩვენ თქვენი ხმის გაგონება გვინდა", -თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა იქნება ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, მასთან ბრძოლის პროცესში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ზელენსკი ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ისინი ხალხის მიერ არჩეულები არიან.


close დახურვა