logo
ENG



ზელენსკი ოდესაში ჩავიდა

02 ივლ 202317:14
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვაო ძალები დღეს ოდესაში ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურისგან შავ ზღვაში ოპერატიული ვითარების და საზღვაო ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

უკრაინის პრეზიდენტმა და საზღვაო ძალების მეთაურმა თვითმფრინავების პროგრამისა და სარაკეტო პროგრამის განვითარების შუალედური შედეგები და პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, ზელენსკიმ სამხედრო-საზღვაო ძალების მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა.

"რუსეთში ბევრს ეგონა, რომ შავი ზღვა მათი ძალაუფლების აკვატორია. მტერი იმედოვნებდა, რომ ჩვენი საზღვაო ძალები რუსეთის დარტყმებს ვერ გაუძლებდნენ. ჩვენი მეომრების გამბედაობამ და ოსტატობამ მტრის ყველა იმედი გაანადგურა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.


close დახურვა