უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა თვითმფრინავებს წარმატებული შეტევითი ოპერაციების შემდეგ მიიღებს.
"რატომ მჯერა, რომ გვექნება თვითმფრინავები? იმიტომ, რომ მალე გვექნება შეტევითი ოპერაციები. და ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავებს მოგვცემენ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს, ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ფინეთში, რათა სკანდინავიის ქვეყნებისა და უკრაინის ლიდერების სამიტს დასწრებოდა.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის დასავლური F-16 გამანადგურებელების მიწოდებას გადაწყვეტენ.