logo
ENG



ზელენსკი რუსეთზე: თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ ეშმაკს მიჰყვებიან, ისინი დამარცხდებიან

31 დეკ 202221:05
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი რუსეთზე: თავს ქრისტიანებს უწოდებენ, მაგრამ ეშმაკს მიჰყვებიან, ისინი დამარცხდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმაზე განაცხადა, რომ „ეს არაა წლის დასასრული, ეს რუსეთის ბედის შედეგია“.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მოქალაქეებს ახალი წლის დღეს "არაადამიანები დაესხნენ თავს" და ტერორისტული სახელმწიფო უკრაინასთან ბრძოლაში დამარცხდება.

„31 დეკემბერი. დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა არაა წლის დასასრული, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა უნდოდეთ ეს ტერორისტებს. ეს რუსეთის ბედის შედეგია.

ტერორისტულ სახელმწიფოს არ მიეტევება. არც მათ ვინც თავდასხმაზე ბრძანებებს გასცემს, არც მათ ვინც მათ ასრულებს. რბილად რომ ვთქვათ. რამდენიმე სარაკეტო თავდასხმის ტალღა ახალი წლის დღეს. რაკეტები ადამიანების წინააღმდეგ. ეს არაადამიანებმა გააკეთეს. არაადამიანები დამარცხდებიან, თქვენ და მე ეს ვიცით. ტერორისტები ამას ვერ შეცვლიან. ამგვარი თავდასხმები აღდგომასაც განხორციელდა, შობასაც. ისინი თავს ქრისტიანებს უწოდებენ. ისინი ძალიან ამაყობენ საკუთარი მართლმადიდებლობით, მაგრამ ისინი ეშმაკს მიჰყვებიან, მას უჭერენ მხარს და მასთან არიან გაერთიანებული. - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ პუტინი სამხედროების, რაკეტების უკან იმალება და ანადგურებს რუსეთის მომავალს.

„თქვენს ლიდერს სურს აჩვენოს, რომ მის უკან სამხედროები დგანან, ის კი წინაა. მაგრამ ის იმალება, იმალება სამხედროების, რაკეტების, მისი სასახლეების უკან.

ის თქვენს უკან იმალება, წვავს თქვენს ქვეყანას, თქვენს მომავალს. არავინ მიუტევებს ამ ტერორს. სამყაროში არავინ გაპატიებთ. უკრაინა არ გაპატიებთ.“ - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ცნობით, 31 დეკემბერს საოკუპაციო ძალებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქებების ხმა გაისმა კიევის სამ რაიონში. წინასწარი მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ჩამოინგრა სასტუმროს შენობა, კიევის ოლქში გაითიშა ელექტროენერგიაც. ქალაქ ხმელნიცკში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.


close დახურვა