უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დახურულ ბრიფინგზე, სამხედრო დახმარების შესახებ კენჭისყრის წინ ამერიკელ სენატორებს მიმართავს.
ზელენსკი ამერიკელ სენატორებს დისტანციურად მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill სენატის უმრავლესობის ლიდერზე, ჩაკ შუმერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ავრილ ჰეინსი. ისინი სენატორებს უკრაინაში არსებულ ვითარებას გააცნობენ.
მედიის ცნობით, სენატმა საგარეო დახმარების უზრუნველყოფისთვის 106 მილიარდი დოლარის გამოყოფა უნდა განიხილოს, აქედან 61 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინისთვისაა გათვალისწინებული.