უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინელ სამხედროებს მიმართა. ზელენსკის თქმით, "საერთაშორისო საზოგადოება, როგორც უკრაინელები, აღფრთოვანებულია უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევებით სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით.
"დღეს თქვენს [სამხედროები] ქმედებებს სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ხედავს და აღნიშნავს ყველა. მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი - პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, სჯერა თქვენი, ლოცულობს თქვენზე, გელოდებათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამარჯვებამდე მისასვლელი გზა არ არის მარტივი, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინელი სამხედროები ამას შეძლებენ.
"ჩვენ გვჯერა თქვენი, თქვენი, ვინც ამ 200 დღის განმავლობაში -15 გრადუსსა თუ +35 გრადუსში, ღამის 2 საათზე, თუ დილის 6 საათზე, ჩვეულებრივ ორშაბათ დღეს თუ დამოუკიდებლობის დღეს, დაღლილობის მიუხედავად, დაძაბულობის, საშიშროების, აკეთებთ თქვენ საქმეს, რისკავთ საკუთარი ცხოვრებით, იცავთ საკუთარ ქვეყანას", - თქვა ზელენსკიმ.