logo
ENG



ზელენსკი უკრაინის სამხრეთში ფრონტის ხაზზე ჩავიდა და სამხედროები ინახულა

18 ივნ 202218:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/18/7xua6778vlny4o5.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხრეთში, მიკოლაევში ჩავიდა და  ფრონტის ხაზზე სამხედროები ინახულა.

"ჩვენი მამაცი ბიჭები. თითოეული მათგანი თავდაუზოგავად მუშაობს. ჩვენ აუცილებლად გავუძლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტის ოფისის თქმით, ზელენსკი ასევე ეწვია ქალაქ მიკოლაევს და განადგურებული რეგიონული ადმინისტრაციის შენობა ნახა, სადაც მარტში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

ზელენსკი ასევე მიკოლაევის ჰოსპიტალს ეწვია და მაიორ ოლექსანდრ სენკევიჩსა და რეგიონის ხელმძღვანელს ვიტალი კიმს მათი გაწეული საქმისთვის.

 

close დახურვა