უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობის გამო გააკრიტიკა.
"ჩვენ სანქციების მეექვსე პაკეტამდე მივედით, რომელშიც ნავთობის ემბარგო შედის. ყველა ამბობს: ამ დროის განმავლობაში რუსეთი $200 მილიარდს გამოიმუშავებს. ისინი ამ თანხით ნებისმიერი იარაღის ყიდვას შეძლებენ. მეექვსე პაკეტი ამოქმედდა? არა. რატომ? რაღაც ჭირს ნავთობს. რატომღაც ისინი სამყაროს სხვანაირად ხედავენ,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს, რომელიც რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მოიცავს, იმ ფორმით, როგორც ახლა განიხილება, უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი 2023 წლისთვის რუსული ნავთობის მოხმარების სრულად ჩანაცვლებას გულისხმობს, რასაც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, უნგრეთი ეწინააღმდეგება.