logo
ENG



ზელენსკი შესაძლოა 13 მაისს იტალიაში გაემგზავროს და რომის პაპს შეხვდეს

12 მაი 202308:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/12/6r4gji5u3ij8zdy.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა შაბათს, 13 მაისს იტალიაში ჩავიდეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა ANSA წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაძლო ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრს ჯორჯია მელონეს და რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. წყაროს თქმით, ზელენსკი შაბათ-კვირას ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ჩადის და მანამდე ხანმოკლე ვიზიტი ექნება რომში.

კიდევ ერთი წყარო ვატიკანიდან აღნიშნავს, რომ ზელენსკი სავარაუდოდ პაპ ფრანცისკეს შეხვდება, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალური დასტური და შესაბამისად შეხვედრის დრო უცნობია.

აპრილში რომის პაპს უკრაინის პრემიერმინისტრი დენი შმიჰალი შეხვდა. თავად ზელენსკი ვატიკანში ბოლოს პანდემიის დაწყებამდე - 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა. რაც შეეხება იტალიის პრემიერმინისტრს ის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიმდინარე წლის თებერვალში იყო.


close დახურვა