logo
ENG



ზელენსკიმ 3 თებერვალს დაგეგმილ EU-უკრაინის სამიტზე ბრიუსელიდან მიწვევა მიიღო

22 დეკ 202223:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/l8keojsv0pwfpbz.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, 2023 წლის 3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ევროკავშირის სამიტის გამართვას გეგმავენ.

ინფორმაცია დაადასტურა ევროპული საბჭოს სპიკერმა ბარენდ ლეიტსმა და განაცხადა, რომ ევროკავშირი-უკრაინის ერთობლივ სამიტზე დასასწრებად ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიწვევა უკვე მიიღო.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირი-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და ვოლოდიმირ ზელენსკისადმი არის ღია მოწვევა, რომ ეწვიოს ბრიუსელს" - განაცხადა ლეიტსმა.

ევროსაბჭოს სპიკერის თქმით, სამიტის გამართვის ადგილი, ამ დროისთვის განსაზღვრული არაა და ზელენსკის ბრიუსელში მიწვევის მიუხედავად ეს არ ნიშნავს, რომ სამიტი ბელგიის დედაქალაქში გაიმართება.

 

close დახურვა