logo
ENG



ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს მიმართა - მთავარი გზავნილები

24 მარ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სამიტს ვირტუალურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის გამოსვლის მთავარი გზავნილები:

  • "დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერ თავდაცვით გაერთიანებაში. ისეთი გრძნობაა, რომ ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ვიცავთ ყველა ჩვენს საერთო ღირებულებას".
  • "ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სავსებით გასაგები, ლოგიკური თხოვნით, ჩვენი ცის დაკეტვის დახმარებისთვის. ნებისმიერ ფორმატში. დაცული იყოს ჩვენი ხალხი რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. მკაფიო პასუხი ვერ მივიღეთ. უკრაინას არ აქვს ძლიერი ანტისარაკეტო იარაღი. იმაზე ნაკლები ავიაცია აქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომაც მათი უპირატესობა ცაში - მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაა".
  • "დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი არ ფიქრობს უკრაინაზე გაჩერებას. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას სურს უფრო შორს წასვლა. NATO-ს აღმოსავლელი წევრების წინააღმდეგ. ბალტიის ქვეყნების, პოლონეთის წინააღმდეგ - ეს უეჭველია. შეწყვეტს თუ არა მაშინ NATO ამაზე ფიქრს, როგორი რეაქცია ექნება NATO-ს? ვინ შეიძლება იყოს ამაში დარწმუნებული?".
  • "შეგიძლიათ მოგვცეთ თქვენი თვითმფრინავების ერთი პროცენტი. ყველა თქვენი ტანკის ერთი პროცენტი. ერთი პროცენტი! ამის ყიდვა უბრალოდ არ შეგვიძლია - მსგავსი მიწოდებები პირდაპირ არის დაკავშირებული NATO-ს [პოლიტიკურ] გადაწყვეტილებაზე".
  • "გთხოვთ, მეტჯერ არასდროს, არასდროს არ გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეუძლია ჩვენს სტანდარტებს და რამდენის გაცემა შეგვიძლია ევროპასა და მსოფლიოში საერთო უსაფრთხოებისთვის".

close დახურვა