უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც მხარეებმა ალიანსის მხრიდან კიევის სამხედრო მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას", - დაწერა სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გაიმეორეს სტოლტენბერგის განცხადებები და მოუწოდეს მოკავშირეებს, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით გაუგზავნონ ქვეყანას სამხედრო მხარდაჭერა.
"ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაზი გაუსვა ალიანსისგან არალეტალური სამხედრო დახმარების მიღების მნიშვნელობას მადრიდის NATO-ს სამიტზე დამტკიცებული ყოვლისმომცველი პაკეტის ფარგლებში", - ამბობენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში.
ცნობილია, რომ მხარეებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდების განახლებაზეც ისაუბრეს.