უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ახლა საბრძოლო მოქმედებებს "აგრესორის ტერიტორიაზე" აწარმოებენ.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ მეომრებს და თქვა, რომ რუსეთში მიმდინარე ოპერაცია ქვეყნის უმაღლეს სამხედრო მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან განიხილა.
"უკრაინა ამტკიცებს, რომ მას ნამდვილად შეუძლია სამართლიანობის აღდგენა და აგრესორზე საჭირო ზეწოლის უზრუნველყოფა", - თქვა მან.
ზელენსკიმ არ დაასახელა ადგილის სახელწოდება, სადაც უკრაინელი სამხედროები აწარმოებენ თავიანთ მოქმედებებს. საუბარია კურსკის ოლქზე, სადაც, არსებული ინფორმაციით, უკრაინელებმა რამდენიმე სოფელი დაიკავეს და ასევე იმუქრებიან რეგიონის ცენტრალური ქალაქის აღებით.