logo
ENG



ზელენსკიმ დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა

29 მარ 202422:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/29/xq0eo75tenq9pvt.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა. ამის შესახებ მან საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ოლექსი დანილოვი მუშაობას დიპლომატიურ სფეროში გააგრძელებს. მე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი სახელმწიფოს ახალი ელჩის თანამდებობაზე დავამტკიცე", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ მოლდოვა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

26 მარტს, ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.


close დახურვა