logo
ENG



ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს გმირის წოდება მიანიჭა

09 თებ 202415:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/alb038sjzfvzu2b.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების აწ უკვე ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ზალუჟნი აღიარებულ იქნა "უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინელი ხალხის წინაშე თავდაუზოგავი სამსახურისთვის".

გმირის წოდებასთან ერთად ზალუჟნის "ოქროს ვარსკვლავის" ორდენი მიანიჭეს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას დაზვერვის სამსახურის უფროსისთვის, კირილ ბუდანოვისთვის გმირის წოდების მინიჭების შესახებ.

8 თებერვალს ვლადიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან, რომელიც მას 2021 წლიდან ეკავა. მთავარსარდლის ადგილი ალექსანდრე სირსკიმ დაიკავა, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა.


close დახურვა