logo
ENG



ზელენსკიმ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის გადაცემა მოითხოვა

11 აპრ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკიმ კორეის პარლამენტს მიმართა და იარაღის გადაცემა მოითხოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს ითხოვს. 

ზელენსკი სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის იარაღი, თვითმფრინავები, ტანკები, სხვადასხვა ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა. 

"თქვენ ეს გაქვთ. 

როცა დგას გადარჩენის საკითხი ომში, რომელიც ერის მთლიან განადგურებას ისახავს მიზნად, საჭიროა, პრინციპული პასუხი გაეცეს. უნდა გადაიხედოს იარაღის მიწოდების ჩვეული წესები. საჭიროა სწრაფი მოქმედება. საჭიროა დახმარება. უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის მიცემა ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენთვის შესაძლებლობის მიცემას, მოხდეს ჩვენს ქალაქებზე ალყის მოხსნა, არამედ სხვა სახელმწიფოების, სხვა რეგიონების გადარჩენას რუსული აგრესიის შემდგომი გავრცელებისგან". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტში. 


close დახურვა