logo
ENG



ზელენსკიმ რუს მომღერლებს, ტელეწამყვანებს, რეჟისორებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

07 იან 202321:50
3 წუთის საკითხავი
clock 1496

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუს მომღერლებს, ტელეწამყვანებს, მსახიობებს, რეჟისორებსა და პროპაგანდისტებს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესა.

სანქცირებულთა სიაში 119 ადამიანი მოხვდა. მათ შორის არიან ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი, მომღერლები, ირინა ალეგროვა, დიმა ბილანი, ფილიპ კირკოროვი, რეჟისორი, ნიკიტა მიხალკოვი და ასევე, კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.

სანქცირებულთა სიაში უკრაინის სამი  მოქალაქე მოხვდა, რომელთა შორისაც არიან მომღერალი ლოლიტა მილავსკაია, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა და ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი.

სანქცირებულებს უკრაინული აქტივები დაებლოკებათ, აეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციების შესრულება, გაუუქმდებათ ყველა ლიცენზია და ნებართვა. გარდა ამისა, აეკრძალებათ ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია უკრაინაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ამის გამო, რუსეთის წინააღმდეგ მრავალი სანქცია დაწესდა.

16 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭომ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. სანქციების სიაში შედიან რუსეთის ჯართან დაკავშირებული პირები, მოსამართლეები, პოლიტიკური პარტიები, რამზან კადიროვის შვილები.


close დახურვა