logo
ENG



ზელენსკიმ რუსეთის მთავრობის წევრებს, მათ შორის პუტინს, შოიგუს, ლავროვს, სანქციები დაუწესა

09 ივნ 202221:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/qg6dpcvv7i9o0ov.jpg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადი სანქციები დაუწესა ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

საერთო ჯამში სანქცირებულთა სია მოიცავს 35 ადამიანს, მათ შორის არიან კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის უშიშროების მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის N400/2022 განკარგულებაშია საუბარი.

განკარგულების მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების წევრებს უკრაინაში შემდეგი შეზღუდვები დაუწესდათ:

  • მათი ქონებისა და აქტივების დაბლოკვა,
  • უკრაინიდან მათი კაპიტალის გასვლის შეზღუდვა
  • უკრაინის საზღვრის, ტერიტორიული წყლების და საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალვა
  • ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციების აკრძალვა
  • უარი ვიზების გაცემაზე
  • უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა
  • უკრაინის რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვა,
  • უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარის აკრძალვა ეკრძალებათ,
  • ელექტრონული კომუნიკაციის სერვისების მიწოდების შეწყვეტა
  • ტექნოლოგიების გადატანის აკრძალვა
  • მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა

პრეზიდენტის N400 განკარგულება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შედის.

 

close დახურვა