ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციების მეთაური, გენერალ-მაიორი ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
გენერალ-მაიორი ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალოვი თანამდებობაზე გასულ მარტში დაინიშნა, როდესაც გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე პავლიუკი დაინიშნა კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად.
უცნობია თუ რა მიზეზით მოხდა მოსკალოვის თანამდებობიდან გათავისუფლება.