logo
ENG



ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დანიშნა

16 მარ 202521:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/16/fd8ya4e9f7jb7uz.png

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ანდრიი გნატოვი დანიშნა. ის პოსტზე ანატოლი ბარგილევიჩის ჩაანაცვლებს.

ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

უმეროვის თქმით, გნატოვს 27 წელზე მეტი ხნის სამხედრო გამოცდილება აქვს, ის მეთაურობდა საზღვაო ბრიგადას, ოპერატიული სარდლობის აღმოსავლეთის ჯარებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ ძალებს.

გენერალ-ლეიტენანტი ნატოლი ბარგილევიჩი კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორად დაინიშნა.

 


close დახურვა