უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.
ზელენსკის შესაბამისი ბრძანება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება.
აღნიშნულ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.
ოლექსი დანილოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოზიციას 2019 წლის 3 ოქტომბრიდან იკავებდა.