უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სერსონის რეგიონში რუსებისგან კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, უკრაინის არმიამ დაიბრუნა ნოვოვოსკრენსენსკეს, ნოვოჰრიჰორივკასა და პეტროპავლივკას დასახლებები.
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები წინ ხერსონის სოფლების გავლით მიიწევენ.
მიუხედავად ამისა, უკრაინული არმია ჯერჯერობით შორს არის ხერსონის ოლქის ძირითადი ქალაქის, ხერსონის და რამდენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილიდან.