logo
ENG



ზელენსკის ევროპული ტურნე

07 ივნ 202420:22
3 წუთის საკითხავი
 

მირაჟის ავიაგამანადგურებლები საფრანგეთისგან და 225 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი შეერთებული შტატებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პარიზში ჯო ბაიდენს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა საფრანგეთის პარლამენტშიც. ნახევარსაათიან მიმართვაში უკრაინელების ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს შეადარა, განაცხადა, რომ ევროპაში ფაშიზმი ბრუნდება და ის ისეთივე ერთიანობით უნდა დაამარცხონ, როგორც 80 წლის წინ. ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების ფარგლებში შეხვდნენ. 

 


close დახურვა