logo
ENG



ზელენსკის თქმით, დღეს რუსებმა უკრაინაზე თავდასხმის დროს 36 რაკეტა გაისროლეს

22 ოქტ 202219:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/22/ynl6krkqlaeo5fy.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინაზე თავდასხმის დროს 36 რაკეტა გაისროლეს.

"აგრესორი ჩვენი ქვეყნის ტერორს აგრძელებს. ღამიდან მოყოლებული მტერმა მასიური შეტევა განახორციელა: 36 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობა ჩამოაგდეს. მადლობა ყველა საჰაერო თავდაცვის სამსახურს გაწეული მუშაობისთვის. მადლობა ყველა ენერგეტიკოსს და სერვისს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე და აღადგენენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. თქვენ ჩვენი გმირები ხართ!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ყირიმის გარდა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმები მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე განახორციელეს, მათ შორის, კიროვოგრადის რეგიონში კროპივნიცკსა და გოლოვანევსკში, მტერმა ასევე დაარტყა ენერგეტიკულ ობიექტს ოდესის რეგიონში, ქალაქ როვნოში.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. 10 ოქტომბერს, მასიური სარაკეტო დარტყმის შედეგად 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რუსული დაბომბვის შედეგად, უკრაინის მთლიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% დაზიანდა.


close დახურვა