უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მიკოლაივში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა 10 რაკეტა გაისროლეს.
"თავდასხმა მსოფლიოში აბსოლუტურად ყველასთვის ადასტურებს, რომ რუსეთზე ზეწოლა საკმარისი არ არის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი ამბობს, რომ ვითარება ლისიჩანსკში, ავდიივკასა და ბახმუტის მიმართულებით მდებარე დასახლებებში უკიდურესად სასტიკი და რთული რჩება.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ სამხედროებს თანამედროვე საარტილერიო სისტემები მივაწოდოთ, რათა ოკუპანტებზე სათანადო რეაგირება მოახდინონ," - თქვა ზელენსკიმ.