logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსებმა იგრძნეს, რომ წააგებენ და ცდილობენ, ეს მომენტი შეაფერხონ

27 სექ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/gwueabhedhnx6nd.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა იგრძნეს, რომ წააგებენ და უბრალოდ ცდილობენ, ეს მომენტი შეაფერხონ.

"დონეცკის რეგიონში რუსების შეტევის მუდმივი მცდელობები ნამდვილად შევა ომების ისტორიაში, როგორც საკუთარი ჯარისკაცების ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსული მობილიზაცია არის ღია მცდელობა, რომ მეთაურებს მიწაზე საზარბაზნე ხორცის მუდმივი ნაკადი მისცენ, რადგან როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთის მობილიზაციაში სხვა აზრი უბრალოდ არ არის.

"მათ [რუსებმა] იგრძნეს, რომ წააგებენ და უბრალოდ ცდილობენ, ეს მომენტი შეაფერხონ, რათა ფრონტზე აქტიურობა მაინც უზრუნველყონ, დააყენონ ვინმე იარაღით ხელში, დაღუპულების ნაცვლად.

სამწუხაროდ, რუსულ საზოგადოებას კერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული რუსეთის ხელისუფლების მთელი სისასტიკე საკუთარი ხალხის მიმართ. მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსეთის ყველა მოქალაქემ აღიაროს, რომ მისი სახელმწიფო მას ართმევს ყველაზე მთავარს - სიცოცხლის უფლებას," - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 


close დახურვა