logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები გაიმართება, მაგრამ საკითხავია რომელ პრეზიდენტთან

25 მაი 202215:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/25/2awfgcn245vuvy4.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, მაგრამ საკითხავია რომელ პრეზიდენტთან.

"საომარი ნაწილის შემდეგ მშვიდობიანი პროცესი, მოლაპარაკების მაგიდა და მშვიდობა იქნება. საკითხავია - ვისთან გამართავს უკრაინა მოლაპარაკებებს, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზეა დამოკიდებული,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ვერ აცნობიერებს რა ხდება. ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ პუტინი თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და არ ესმის, რომ უკრაინა დათმობებზე არ წავა.

"პუტინთან მოლაპარაკებები მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ის მზად იქნება რეალობაში დასაბრუნებლად და გასაცნობიერებლად, რომ უამრავი ადამიანი იღუპება. მაშინ შეიძლება ვცადოთ, თუ გვიანი არ იქნება რუსეთის ამჟამინდელ მთავრობასთან დიპლომატიურ გზაზე წასვლა,” - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებენ, მას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ. 


close დახურვა