logo
ENG



ზელენსკის თქმით, რუსეთის 300-ზე მეტ იურიდიულ და 150-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდება

24 ნოე 202315:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/24/ksjvb9krz27vrzb.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის 300-ზე მეტ იურიდიულ და 150-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდება.

"დღეს გვაქვს სანქციებთან დაკავშირებული რამდენიმე გადაწყვეტილება. ეს არის თანაქმედება პარტნიორებთან იმ პირების მიმართ, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსახურებიან ან მას ხელს უწყობენ. ასევე, ეს არის სანქციები ტერორისტული სახელმწიფოს ორგანიზაციების მიმართ, რაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთანაა დაკავშირებული.

უკრაინა ხელს უწყობს სანქციების საერთაშორისო მექანიზმებს საკუთარი თანამონაწილეობით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს მიერ დასანქცირებული პირების შესახებ გადაწყვეტილებები გაიზიარონ პარტნიორებმა. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ტერორისტული სახელმწიფოს 300-ზე მეტი იურიდიული და 150-მდე ფიზიკური პირის მიმართ", - თქვა ზელენსკიმ.

19 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს.


close დახურვა