უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სასტიკი დაპირისპირება ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გრძელდება.
"ეს არის საბრძოლო მოქმედებების 1300 კილომეტრი. უბრალოდ უსამართლოა, როდესაც ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე ბევრს საუბრობენ, ზოგი კი თითქოს დავიწყებულია. ჩვენი ჯარისკაცები მრავალი მიმართულებით აბსოლუტური გმირები არიან.
დონბასში, ხარკივის რეგიონში, ზაპოროჟიეს რეგიონში, სამხრეთით, ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის სასაზღვრო რაიონებში, მთელი სახელმწიფოს დაცვას თანაბრად გულწრფელი და სერიოზული ყურადღება სჭირდება.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გმირების, ჩვენი დამცველების სიცოცხლეზე. ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად. მადლობელი ვარ პარტნიორების, რომლებიც ამაში გვეხმარებიან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.