logo
ENG



ზელენსკის თქმით, სევეროდონეცკსა და ხარკივის რეგიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება

15 ივნ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სევეროდონეცკსა და ხარკივის რეგიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

"რაც მეტ დანაკარგს განიცდის იქ მტერი, მით ნაკლები ძალა ექნებათ მათ აგრესიის გასაგრძელებლად. ამიტომ, დონბასის მიმართულება არის გასაღები, რათა განვსაზღვროთ ვინ იქნება დომინანტი უახლოეს კვირებში," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის ხარკივის რეგიონში, სადაც რუსული არმია თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს.

"ბრძოლა ამ მიმართულებით გრძელდება და ჩვენ ხარკივის რეგიონის სრული უსაფრთხოებისთვის კვლავ უნდა ვიბრძოლოთ," - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა