logo
ENG



ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება

25 მარ 202315:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/v505mf6jpr5jh2j.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ შეუძლიათ კონტრშეტევის დაწყება, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი.

ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის საჭიროა დამატებითი იარაღი, საბრძოლო მასალა და თვითმფრინავები.

"ჯერ ვერ დავიწყებთ [კონტრშეტევას], ვერ გავგზავნით მათ [ჯარისკაცებს]", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რთული ვითარებაა, ძირითადად საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. მისი თქმით, უკრაინა მისი პარტნიორებისგან საბრძოლო მასალას ელოდება. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები ყოველდღიურად სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას იყენებენ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებული ძალები.

უკრაინის ცნობით, 24 მარტს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 59 თავდასხმა 5 მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებით. რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე შეტევას არ წყვეტენ.  


close დახურვა