უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ყველა პასუხს აგებს. ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება ოდესის ოლქში, ზატოკას დასახლებაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გაავრცელა.
"დილა. ჩვეულებრივი დასახლება ზატოკა. ხალხი ისვენებდა და ცხოვრობდა. უბრალოდ ცხოვრობდნენ. არც ბაზები, არც ჯარი. უბრალოდ ტერორისტებს რუსეთის ფედერაციიდან სროლა მოუნდათ," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.