logo
ENG



ზელენსკის თქმით, ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიუღია

25 მარ 202318:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/llg84gpy78r5iw7.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩინეთისგან მოლაპარაკებების შესახებ შემოთავაზება არ მიუღია.

"ჩინეთისგან შუამავლობის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. შეხვედრის შესახებ შემოთავაზება არ მიმიღია. მაგრამ დიპლომატიური არხების მეშვეობით, პირდაპირ შევატყობინე, რომ ჩინეთის ლიდერთან საუბარი მსურს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. გამოცემა Financial Times იუწყებოდა, რომ მოსკოვში ვიზიტისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სი ძინპინს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა დაგეგმილი.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, სი ძინპინი საჯაროდ არ დაჰპირდა პუტინს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას.


close დახურვა