logo
ENG



ზელენსკის ოფისი: მელიტოპოლის მერი 9 რუს ახალწვეულში გაცვალეს

17 მარ 202202:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/cj7mglvxhr39roi.jpg

მელიტოპოლის გატაცებული მერი რუს ოკუპანტებთან 2002-2003 წელს დაბადებულ ჯარისკაცებში, 9 ახალწვეულში გაცვალეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფროსის პრესსპიკერმა, დარია ზარივნაიამ უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა.

"ფაქტობრივად ბავშვები არიან, ახალწვეულები, რომლებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში არ არიან, მაგრამ მთელი მსოფლიო კვლავ ხედავს, რომ ისინი იქ არიან", - განაცხადა მან.

11 მარტს რუსი ჯარისკაცების მიერ მელიტოპოლის გატაცებული მერი, ივან ფიოდოროვი 16 მარტს გაათავისუფლეს. მერის გათავისუფლებაზე რუსულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

გათავისუფლების შემდეგ ფიოდოროვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა და დაჰპირდა, რომ მალე მუშაობას დაუბრუნდება. 


close დახურვა