ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი წვრთნას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ბაზებზე გადიოდა.
ინსაიდერის, შპიგელის და ბელინგ-კეტის ჟურნალისტებმა გამოძიება ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილების "ვიმპელის" ორგანიზებულია.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ დაქირავებულ მკვლელს, ვადიმ სოკოლოვს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა "ვიმპელის" მაღალჩინოსნებთან. ბოლო წვრთნა კი საიდუმლო ბაზაზე 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში გაიარა.
ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანიის პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოკოლოვი, იგივე ვადიმ კრსიკოვი მალევე დააკავა და მკვლელობის ორგანიზებაში რუსეთის სპეცსამსახური დაადანაშაულა.