logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული გენერალ თათუხაშვილსაც უთვალთვალებდა

17 ოქტ 201920:10
3 წუთის საკითხავი
 
15vi5ayr3qlez2l.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი რუსეთის სპეცსამსახურების კიდევ ერთ სამიზნეს უთვალთვალებდა. ბერლინში ზელიმხანის მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოში შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა, გოგი თათუხაშვილმა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამოიცნო.

"ფორმულას" გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიაწოდა ფოტოები, სადაც თათუხაშვილის თქმით, ჩანს, პიროვნება, რომელიც 2018 წლის განმავლობაში მას სტრასბურგში უთვალთვალებდა. ეს პიროვნება თათუხაშვილის მეგობრებმა გაშიფრეს და ფოტოც მათ გადაიღეს. 

"ფორმულა" ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობასთან დაკავშირებული დეტალები უცნობია. ზურაბ ხანგოშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ძმის მკვლელობა კრემლის ინტერესებში იყო. ხანგოშვილის თქმით, შესაძლოა, მისი ძმის მკვლელი სხვა საქმეებშიც ფიგურირებდეს.


close დახურვა