logo
ENG



ზელიხმან ხანგოშვილის სასტიკ მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურია დადანაშაულებული

06 დეკ 201919:51
3 წუთის საკითხავი
 
2w9897iqkfnh2mo.jpg

საქართველოს მოქალაქის სასტიკ მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურია დადანაშაულებული, ქვეყნის ინტერესების დაცვა კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამი დღეა, აზრადაც არ მოსვლია. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა საერთაშორისო სკანდალად უკვე იქცა. გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ხანგოშვილის საქმეზე გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. 

ხანგოშვილის ოჯახის ინტერესების დამცველები ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. პანკისში მცხოვრებ ხანგოშვილს შეიარაღებული პირები 2015 წელსაც თავს დაესხნენ და ქართულ პროკურატურას საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. თბილისში ეჭვობენ, რომ თავდასხმა მაშინაც რუსეთის დაგეგმილი იყო.

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო. მის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო. სწორედ კრემლის მორჩილებისა და ბიძინა ივანიშვილის მავნებლური პოზიციით ხსნის ოპოზიცია ხელისუფლების დუმილს.

 


close დახურვა