logo
ENG



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღი კვლავ უცნობია

20 იან 202020:03
3 წუთის საკითხავი
 
1fhe9ez8pt0ypqv.jpg

ბაღის აღსაზრდელები სახლში გამოუშვეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან, მშობლებს დაწესებულების კარი დაკეტილი დახვდათ. სასწავლო პროცესს მხოლოდ იმის გამო ვერ განაგრძობენ, რომ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების მიერ, ხორცის და რძის პროდუქტების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი, ორჯერ  ჩავარდა. პრობლემის მოგვარების ვადები უცნობია, პროცესის გადადების შესახებ ინფორმაცია ზესტაფონის მერმა მხოლოდ დღეს შეიტყო.

ბაგა-ბაღებში  სააღმზრდელო პროცესის შეჩერებაში,  პრობლებას ვერ ხედავს ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელი და დაკეტილ ბაღებს საერთოდ არ უკავშირებს ჩავარდნილ ტენდერებს. ზოია ლელაძის განცხადებით, ბაგა-ბაღები იანვრის ბოლომდე ისედაც არ იწყებენ მუშაობას. თუმცა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაერთიანებამ - შესყიდვების სააგენტოს - პროდუქტების შეძენის ნებართვა, პირდაპირი წესით სთხოვა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 41 ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი, საკვებ პროდუქტებზე ჩაშლილი ტენდერის გამო ვერ დაიწყო. სასწავლო  პროცესის შეჩერების გამო საყვედური და გაფრთხილება მიიღო იმ ორგანიზაციამ რომელიც ტენდერის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანება სწავლის პროცესის შეჩერებაში პრობლემას ვერ ხედავს. როდის დაიწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ შეჩერებული სააღმზრდებლო პროცესის შესახებ  ზესტაფონის მერმა დღეს შეიტყო. მერისგან საყვედური და გაფრთხილება მიიღო გაერთიანების ხელმძღვანელმაც.


close დახურვა